მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ თავდაცვის სამინისტროს აშშ-სგან გრანტების მიღების უფლება მისცა

აშშ-საქართველო

მთავრობამ თავდაცვის სამინისტროს აშშ-სგან გრანტების მიღების უფლება მისცა. შესაბამისი განკარგულებები ირაკლი კობახიძის ხელმოწერით 11 მაისსა გამოცემული.

კერძოდ, საუბარია, NV-B-WAZ და DT-B-WBA გრანტებზე. აღნიშნული საგრანტო შეთანხმებები აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის ნაწილია, თუმცა განკარგულებაში გრანტების ზუსტი მოცულობა და მიზნობრიობა დაკონკრეტებული არ არის.

“„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, განახორციელოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი გრანტის მიღება”, - წერია განკარგულებებში.

ცნობისთვის, "ოცნების მიერ" 2025 წელს მიღებული ცვლილებების მიხედვით, საგარეო დახმარებების მიღების პროცედურა საქართველოში მთავრობასთან კოორდინაციას საჭიროებს. მას შემდეგ, რაც დონორი ქვეყანა დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილებას იღებს, შესაბამისი უწყება (ამ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო) ვალდებულია მიიღოს მთავრობის თანხმობა გრანტის ასათვისებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები