მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ თქვა, რომ კომენდანტის საათს ერთი-ორი კვირა დააკვირდებიან და გადაწყვეტილებას მიიღებენ - ბიზნესმენი

60212fa06809f
ინგა მურუსიძე
08.02.21 16:30
1188
"მოტივირებულია მთლიანად ხელისუფლება და პრემიერი, რომ რაც შეიძლება სწრაფ რეჟიმში ამუშავდეს ეკონომიკა," - ამის შესახებ IG დეველოპმენტის დამფუძნებელმა, მინდია საბანაძემ, პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერმა საფუძველი ჩაუყარა ყოველთვიურ შეხვედრებს და საკითხები, რაც რთული გადასაწყვეტია, პირდაპირი კომუნიკაციის რეჟიმში გვარდება.

„ყველას კარგად გვესმის, რა მდგომარეობაში უწევს ხელისუფლებას, მართოს სიტუაცია. პრემიერიც კარგად აცნობიერებს ამ ვითარებას. პრემიერმა საფუძველი ჩაუყარა ყოველთვიურ შეხვედრეს, განხილვებს, დისკუსიას და ის საკითხები, რაც რთულია გადასაწყვეტად, ეს საკითხები პირდაპირი კომუნიკაციის რეჟიმში გვარდება, ხელით მართვაზე გადავიდა. მოტივირებულია მთლიანად ხელისუფლება და პრემიერი, რომ რაც შეიძლება სწრაფ რეჟიმში ამუშავდეს ეკონომიკა. ყველა ის სექტორი, რაც გაჩერებულია მათ ამუშავებაზეა საუბარი. ეს არის დამოკიდებული დადებითობის 4%-ზე. თუ ვინმეს შეეხო პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემები, დამერწმუნეთ, პირველი ჩვენი კომპანიაა და გაბრაზებული ჩვენც ვართ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ პრემიერი ცდილობს, ყველაფერს აკეთებს და გვერდით გვიდგას“, - განაცხადა მინდია საბანაძემ.

მისი ინფორმაციით, შეხვედრისას ისაუბრეს ე.წ. კომენდანტის საათზე, რომ 1-2 საათით გადაიწიოს, რაზეც გახარიამ თქვა, რომ ალბათ ერთი-ორი კვირა დააკვირდებიან და მერე მიიღებენ გადაწყვეტილებას.

„გარდა ამისა, საუბარი იყო, რომ დარჩენილი ბიზნესები, რაც არის ფიტნესები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს მათი გახსნა, თუმცა ყველას გვესმის, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე.

„თუ ვინმე არის დღეს დაზარალებული, ვართ პირველ რიგში მოლები, ამხელა გადასახადები, სტაფის შენახვა და ა.შ. მაგრამ გვესმის სიტუაცია. იყო საუბარი ქონების გადასახადთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა რაიმე შეღავათი მივიღოთ ამ საკითხზე. ითქვა, რომ ამ საკითხს განიხილავენ და ცდილობენ გადაწყვეტილების მიღებას. სახელმწიფოც ბიუჯეტზეა დამოკიდებული. საზღვრების გარეშე ყველას ვერ დაეხმარებიან“, - აღნიშნა მან.

ბიზნესმენის თქმით, დღევანდელი შეხვედრა ყველასგან განსხვავებული იყო, რადგან დღეს ეკონომიკურ გუნდს საშუალება მიეცა ემსჯელა პერსპექტივებზე.

„ერთ ნავში ვზივართ ყველანი, ერთად ვცდილობდით გამოსავლის ძებნას“, - აღნიშნა მინდია საბანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები