მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოების რეგლამენტი დაამტკიცა

6453bfed20516
BM.GE
04.05.23 22:16
13327
ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ფარგლებში, დამტკიცდა კიდევ ერთი ტექნიკური რეგლამენტი ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ.

რეგლამენტი ადგენს ძირითად უსაფრთხოების ნორმებს ტვირთის ხელით აწევა, გადატანასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხს მონიტორინგს შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს. დადგენილება 2023 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება. 

ტექნიკური რეგლამენტი მთავრობამ 3 მაისს დაამტკიცა. რეგლამენტის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია მიიღოს სათანადო ორგანიზაციული ზომები ან გამოიყენოს შესაბამისი საშუალებები, განსაკუთრებით მექანიკური მოწყობილობები, რათა თავიდან აიცილოს დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა მიერ ტვირთის ხელით აწევის აუცილებლობა.

ამას გარდა, იქ, სადაც შეუძლებელია ტვირთის ხელით აწევის თავიდან აცილება, დამსაქმებელი ვალდებულია:

ა) მიიღოს სათანადო ორგანიზაციული ზომები, გამოიყენოს შესაბამისი საშუალებები ან უზრუნველყოს დასაქმებულები და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირები ასეთი საშუალებებით, რათა შემცირდეს განსაზღვრული ტვირთის ხელით აწევასთან დაკავშირებული რისკები;

ბ) სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, თუ ეს შესაძლებელია, წინასწარ შეაფასოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობები და შეისწავლოს ტვირთის მახასიათებლები რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისად;

გ) მიიღოს შესაბამისი ზომები დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა მიერ ჯანმრთელობის (განსაკუთრებით ზურგის) დაზიანების რისკის თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად და ამ მიზნით გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები სამუშაო გარემოს მახასიათებლებისა და სამუშაოს სპეციფიკით განსაზღვრული მახასიათებლების შესაბამისად;

დ) სამუშაო სივრცე მოაწყოს ისე, რომ ტვირთის ხელით აწევა იყოს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო.

რეგლამენტის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულთათვის სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების დამატებით უზრუნველყოს შესაბამისი სწავლებისა და ინსტრუქტაჟის ჩატარება ტვირთის სწორად გადატანისა და ყველა იმ რისკის თაობაზე, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდნენ განსაზღვრული ნორმების არასწორად შესრულების შემთხვევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები