მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ „ვერა 2005“-ს შს აკადემიის მიერ სახელმწიფო ქონების გადაცემის ვადა გაუხანგრძლივა

შს აკადემია

მთავრობამ კომპანია „ვერა 2005“-ს პოლიციის აკადემიის სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე, უსასყიდლოდ გადაცემის ვადა კონტრაქტის ამოწურვამდე გაუხანგრძლივა.

საქმე ის არის, რომ „ვერა 2005“ საქართველოს შსს აკადემიის მიერ 2025 წლის აპრილში გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებული კომპანიაა. ის სახელმწიფო უწყებას 1 წლის განმავლობაში, ანუ 2026 წლის 30 აპრილამდე სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურებას აწვდის. ხელშეკრულების საერთო სავარაუდო ღირებულება სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 270 000 ლარია.

საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 12 მარტს გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც შსს-ს სსიპ „საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას“ უფლება მისცა „ვერა 2005“-სთვის სახელმწიფო ქონება აუქციონის გარეშე დროებით სარგებლობაში 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით გადაეცა. 2 აპრილს ირაკლი კობახიძის მიერ 2 აპრილს ხელმოწერილი დოკუმენტიდან კი ირკვევა, რომ მთავრობას თარიღის დაკორექტირება მოუწია და სახელმწიფო ქონების გადაცემის ვადამ ერთი თვით - 1 მაისამდე გადაიწია. სწორედ ამ დროისთვის სრულდება შს აკადემიასა და „ვერა 2005“ შორის დადებულ ხელშეკრულება.

რაც შეეხება აუქციონის გარეშე კომპანიისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემულ ქონებას ეს არის თბილისში, გმირ კურსანტების ქ. 4-ში მდებარე შენობა - ნაგებობა, რომლის ფართი 363 კვ.მ. ეს შენობა შს აკადემიის ტერიტორიაზე მდებარეობს.

„ვერა 2005“ ასევე თხოვების უფლებით გადაეცა შს აკადემიის სამზარეულოს ინვენტარი.

ბიზნეს რეესტრის მიხედვით შპს „ვერა 2005“ 2004 წელს დაფუძნებული კომპანია და მის 100%-იან წილს ნანა არჯევანიძე მართავს. მისი საქმიანობის სფერო ქეითერინგი და ღონისძიებების ორგანიზებაა.

ტენდერების მონიტორინგის მიხედვით, კომპანიას 31 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული და აქედან 22 მოგებული აქვს, 6 - წაგებული, 3 კი არშემდგარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები