მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას 2022 წლის პრივატიზაციის გეგმა ჩაუვარდა

63ce91274503a
შოთა ტყეშელაშვილი
23.01.23 18:02
1139
ფინანსთა სამინისტრომ 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალი არაფინანსური აქტივების კლებიდან (პრივატიზაციიდან) 202.8 მილიონი ლარი იყო. თუმცა, ეს თანხა 92.2 მილიონი ლარით ნაკლები იყო ბიუჯეტით დამტკიცებულ პრივატიზაციის 300-მილიონიან გეგმაზე. შესაბამისად, პრივატიზაციის შესრულება მხოლოდ 67.6% იყო.

სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესზე პასუხისმგებელია ეკონომიკის სამინისტროში შემავალი სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”. აუქციონები ვებგვერდ eAuction.ge-ის მეშვეობით იმართება.

2022 წლის განმავლობაში გაყიდულ მსხვილ ობიექტებს შორის იყო ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფო, რომელიც საქართველო-რუსეთის ორმაგმა მოქალაქემ, ბიზნესმენმა შალვა ბრეუსმა 16 მილიონ ლარად შეიძინა. 10 მილიონ ლარად გაიყიდა ყოფილი რიყის დოქები, რომელიც ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა შეიძინა. ასევე, 10 მილიონ ლარად გაიყიდა ფოთის პორტის მიმდებარედ 74 ჰექტარის მიწის ნაკვეთი. 48 მილიონის შემოსავალი მიიღო ბიუჯეტმა წყნეთის ყოფილი აგარაკების პრივატიზაციიდან. ასევე 5.8 მილიონად გაიყიდა წყალტუბოში მდებარე სანატორიუმი "მედეა", 9.4 მილიონად კი ყოფილი სანატორიუმი თბილისი.

ცნობისთვის: 2023 წლის ბიუჯეტის თანახმად, მიმდინარე წელს მთავრობა სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან ბიუჯეტში 200 მილიონი ლარის შემოსავალს ელის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები