მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას გაზსაცავის პროექტის ხედვის მომზადებაში USAID-ი ეხმარება

რომეო მიქაუტაძე

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე აცხადებს, რომ საქართველოში გაზსაცავის პროექტზე ხედვას USAID მოამზადებს. როგორც პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მიქაუტაძემ თქვა, საკუთარი შეფასების მომზადება აშშ-ის სახელმწიფო სააგენტოს საქართველოს მთავრობამ სთხოვა. 

“სეისმური რისკებიდან გამომდინარე, რაც სამგორს ახლავს და ასევე იმ მიზნებიდან გამომდინარე, რაც საქართველოს გააჩნია, ანუ გაზის მეტი მარაგის საჭიროება, თუმცა [არ სჭირდება] იმ მოცულობის საცავი, რაც არსებული პროექტით იყო გათვალისწინებული. 

ჩვენი მიზნების მიღწევა შესაძლებელია ბევრად უფრო პატარა გაზსაცავის მშენებლობით, რაც პროექტის გაიაფებას გამოიწვევს. დახმარება ვთხოვეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის USAID-ს. მოგეხსენებათ, მათ ძალიან ბევრი პროექტი ჰქონდათ და აქვთ საქართველოში და ისინი უახლოეს მომავალში წარმოგვიდგენენ ხედვას თუ რა ზომის გაზსაცავი უნდა იყოს და რა არის ამ შემთხვევაში გამართლებული. მას შემდეგ, რაც შევედით ღრმა განხილვაში გაზსაცავის ზომებთან და მოცულობასთან დაკავშირებით, მათი მხრიდან მივიღეთ დასტური რომ ეს ნამდვილად იყო ერთგვარი ფუფუნება ჩვენი სისტემისთვის და შეიძლება ეს თანხა სხვა განახლებადი წყაროების ათვისებისკენ იყოს მიმართული", - განაცხადა მიქაუტაძემ.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა [KFW] სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს ტერიტორიაზე გაზსაცავის მშენებლობისთვის 150 მილიონი ევრო გამოყო, საიდანაც გასულ წელს 120 მილიონი მთავრობამ COVID-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის დახარჯა. პროექტის თავდაპირველი ვერსიით გაზსაცავში 300 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის შენახვა უნდა ყოფილიყო შესაძლებელი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები