მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობას საწვავის შეძენა გაუძვირდა

ნავთობპროდუქტები

2025 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობას საწვავის შეძენა გაუძვირდა - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს სისტემაში ატვირთული განახლებული კონტრაქტიდან ხდება ცნობილი. თუკი 2025 წლის იანვრის შესასყიდი ფასი ლიტრი რეგულარის მარკის საწვავზე 2.31 ლარი იყო, ის 2.49 ლარამდე გაძვირდა.

საქართველოს მთავრობა - სამინისტროები და საჯარო უწყებები საწვავს კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე ქვეყანაში მოქმედი ძირითადი ნავთობკომპანიებიდან ყიდულობენ. მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესასყიდი ფასი, ყოველთვიურად, სპეციალური ფორმულის საფუძველზე ახლდება.

კონტრაქტის მიხედვით, ფასი განისაზღვრება თვის დასაწყისში, წინა თვეში არსებული საშუალო ფასებიდან გამომდინარე. კერძოდ, ხელშეკრულება ეფუძნება თვის განმავლობაში PLATTS EUROPEAN MARKET-ზე დაფიქსირებულ ტონა ბენზინის საშუალო ფასს, ასევე ლარის გაცვლით კურსს, აქციზის და დღგ-ს გადასახადებს. ამ მდგენელებიდან ყოველთვიურად მხოლოდ ორი იცვლება, ესაა Platts-ის ფასი და ლარის კურსი.

ლარის კურსის მერყეობის და Platts-ის ფასის 737 დოლარამდე ზრდის გამო ტენდერით შესასყიდი საწვავის ღირებულებაც გაიზარდა.

ფასები ასე ნაწილდება:

  • რეგულარი - 2.49 ლარი, იანვრის ფასი 2.31 ლარი;
  • პრემიუმი - 2.51 ლარი, იანვრის ფასი 2.33 ლარი;
  • სუპერი - 2.82 ლარი, იანვრის ფასი 2.62 ლარი.

რაც შეეხება საცალო ქსელს, რეგულარის მარკის საწვავი ლიტრზე 3.00-3.05 ლარის ფარგლებში მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები