მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მთავრობას უბრალოდ დაავიწყდა ეს ინდუსტრია” - საკლუბო ბიზნესი

6155e96e01263
ნინი ლონგურაშვილი
30.09.21 22:18
686
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მიერ რამდენიმე თვის წინ გაკეთებული განცხადების მიხედვით,  უწყებას ღამის კლუბების პრობლემატიკის კვლევა დაწყებული ჰქონდა და სექტორის წარმომადგენლებთან ერთად პროტოკოლებზე მუშაობაც მიმდინარეობდა.

თუმცა, როგორც BMG-ისთან საკლუბო ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, მათთან მთავრობის მხრიდან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა და ბიზნესი თვლის, რომ ხელისუფლებას ეს სფერო, უბრალოდ დაავიწყდა.

“პანდემიის პერიოდში, ხელისუფლებამ, ფაქტობრივად მარტო დაგვტოვა. მარტო დავრჩით ფინანსური პრობლემების პირისპირ. მთელი ეს ტვირთი და ფინანსური პასუხისმგებლობა ბიზნესის კისერზე იყო. მხოლოდ თბილისის მერიამ სცადა ჩვენი მხარდაჭერა, რომელმაც 18 თვის განმავლობაში მხოლოდ 3 თვე გაგვიწია დახმარება.

მთავრობას უბრალოდ დაავიწყდა ეს ინდუსტრია. როცა ხდებოდა რეგულაციების შემუშავება, ჩვენ არავის არ ჩავურთივართ, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდათ ჩვენი სფეროს თავისებურებებზე, მაინც მოგვარგეს რეგულაციები, რომელიც რეალურად რესტორნებისთვის იყო განკუთვნილი და რომელიც უბრალოდ უცხოეთიდან ქართულად იყო თარგმნილი. არ გაითვალისწინეს ჩვენი სფეროს სპეციფიკა, არც ადამიანების ჩართვა სცადეს, რომლებსაც უკეთესი წარმოდგენა ჰქონდათ ამის შესახებ. შესაბამისად ეს რეგულაციები იყო ძალიან ცუდი და რთული. ყველა რეგულაციის შესახებ, ჩვენ ტელევიზორიდან შევიტყვეთ“, - აცხადებს ბარ “დედაენას” დამფუძნებელი დათა ლაფაური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები