გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. ბერბოკი აცხადებს, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყნისთვის ისტორიული შესაძლებლობაა და ხელისუფლებას მოსახლეობის მოსმენისკენ მოუწოდებს.
"ათობით ათასი ადამიანი საქართველოში ევროპის გულს ქუჩებში დაატარებს და წყლის ჭავლის წინააღმდეგ ევროკავშირის დროშა აქვთ აღმართული. საქართველოს კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა. მთავრობაზეა დამოკიდებული, მოუსმინოს საკუთარი ქვეყნის ხმას", - წერს ანალენა ბერბოკი.