დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, აქცია 15:00 საათზე გაიმართება და იქვე დაანონსდება აქციების გაგრძელებაც.
ბაქრაძის თქმით, გარდა ამისა, ოპოზიცია გეგმავს სხვა ნაბიჯების გადადგმასაც, რაც გამოიხატება შეხვედრებში საერთაშორისო საზოგადოებასთან და სახალხო დამცველთან.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან უკვე პოლიციის მობილიზება შეინიშნება.
ინფორმაციისთვის: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია დღეს, პარტიის ოფისში დააკავეს.