მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

604886137054c
ინგა მურუსიძე
10.03.21 12:43
1422
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს ლერი ბარნაბიშვილი უხელმძღვანელებს. დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს წარუდგინა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ლერი ბარნაბიშვილი კოორდინაციას გაუწევს რეგიონებთან და სახელმწიფო რწმუნებულებთან მთავრობის ეფექტიან ურთიერთობას.

“ლერი ბარნაბიშვილს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წელს იგი იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი; ხოლო, დღემდე - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი. ლერი ბარნაბიშვილი არის ძალიან ენერგიული, წარმატებული, ეფექტური მენეჯერი; მას შეუძლია უწყებებთან ძალიან კარგი კოორდინაცია, რაც ჩვენ გვჭირდება და ვფიქრობ, იგი წარმატებული იქნება ამ პოზიციაზე. ის იქნება ჩემი წარმომადგენელი და თქვენთან ძალიან მჭიდრო კოორდინაცია ექნება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრისას.

ინფორმაციისთვის: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დანიშვნამდე ლერი ბარნაბიშვილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელობდა; სხვადასხვა პერიოდში იგი იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი; საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; აქვს შემოსავლების სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

ლერი ბარნაბიშვილი პროფესიით სამართალმცოდნეა. მას განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები