მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა - რაზე იმსჯელეს?

მთავრობა

მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა მიმდინარე ეკონომიკური პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

„იმსჯელეს თბილისში ახალი აეროპორტის განვითარებასთან დაკავშირებული შესწავლის შედეგებზე, რომელიც აზიის განვითარების ბანკისა და აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლობით ჩატარდა.

ამასთან, სხდომაზე იმსჯელეს ენერგეტიკის სფეროს განვითარების შესახებ. კერძოდ, საუბარი შეეხო განახლებადი წყაროებიდან ენერგოპროექტების მხარდაჭერის ახალ მექანიზმებს, რისთვისაც განახლებულ პირობებს მთავრობა უახლოეს პერიოდში დაამტკიცებს“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, მთავრობის მიერ გაცხადებული გეგმის მიხედვით, თბილისში, ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა იგეგმება. ამჟამად ვაზიანის აეროპორტი თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაშია და მას სამხედრო დანიშნულება აქვს. ცნობილია, რომ ახალი აეროპორტის ასაშენებლად საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს ავსტრიული კომპანია Airport Competence GmbH-ი ჩაატარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები