მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავრობის ფორმირება დასრულდა. პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება" - კობახიძე

კობახიძე

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, გუშინ 12 მინისტრი თანამდებობაზე უკვე დაინიშნა, რითაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე, ახალი ხელისუფლების ფორმირება დასრულდა.

„გუშინ თანამდებობაზე დაინიშნა 12 მინისტრი, რითაც ახალი ხელისუფლების ფორმირება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე დასრულდა. შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები. რის შემდეგაც, ყველა კონსტიტუციური ორგანი, ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების შესაბამისად იქნება დაკომპლექტებული“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები