მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობის განკარგულებით "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა” უკრაინაში 9 გენერატორი გაგზავნა

გენერატორები
29.12.25 13:34
397

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, სს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა” უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა. აღნიშნული ტვირთი მოიცავს 9 ერთეულ, სხვადასხვა ტიპისა და სიმძლავრის გენერატორს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ სს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა” გენერატორების შესყიდვისა და ტრანსპორტირების პროცესი მოკლე დროში (დათქმულ ვადებში) უზრუნველყო.

ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში, ქალაქ კიევში საქართველოს საელჩოს გადაეცემა, შემდგომში უკრაინისთვის უსასყიდლოდ გადაცემის მიზნით. საქართველოდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინა სახმელეთო გზით რამდენიმე დღეში მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები