მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობის განკარგულებით „ზემო ქარის ელექტროსადგურზე" კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება

ვინდ ენერჯი გრუპი

"ქართული ოცნების" მთავრობამ მოიწონა ესკო-სა და შპს ზემო ვინდს შორის დასადები კასპში „ზემო ქარის ელექტროსადგურის“ განხორციელებაზე ხელშეკრულება და ეკონომიკის სამინისტროს დაავალა კომპანიასთან ხელშეკრულების დადება უზრუნველყოს.

მთავრობამ ასევე მოიწონა კომპანიის მიერ წარდგენილი პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა.

"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალოს საქართველოს მთავრობას, სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა და შპს ზემო ვინდს შორის განხორციელების ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა.

შპს ზემო ვინდის მიერ განხორციელების ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში მთავრობის სასარგებლოდ სამშენებლო საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემდეგ, შპს ზემო ვინდს დაუბრუნდეს მის მიერ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ წარმოდგენილი სს თიბისი ბანკის მიერ 2025 წლის 19 მარტს გაცემული №8437540-14313329 წინასამშენებლო საბანაკო გარანტია.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულებით გათვალისწინებულ განხორციელების ხელშეკრულებასა და ბანკში წარსადგენ წერილს, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა", - წერია მთავრობის განკარგულებაში.

„ზემო ქარის ელექტროსადგურის“ საპროექტო დადგმული სიმძლავრე 18.75 მგვტ, რაც წელიწადში დაახლოებით 67 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგიის წარმოებას გულისხმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები