მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის მიერ სამუშაო ადგილების პირდაპირი შექმნა არაეფექტიანია - ეკონომისტების შეფასება

640f006945b43
ვიქტორია მღებრიშვილი
13.03.23 15:20
595
ეკონომისტების დიდი ნაწილის შეფასებით, მთავრობის მიერ სამუშაო ადგილების პირდაპირი შექმნა და დასაქმების სუბსიდირება შრომის ბაზრის პრობლემების აღმოსაფხვრელად არაეფექტიანი ან ნაკლებ ეფექტიანია. ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს ეკონომიკური კლიმატის პირველი კვარტლის მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც თებერვალში ჩატარდა და მასში 60 ეკონომისტი იღებდა მონაწილეობას.

მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის (ALPM) კლასიფიცირებას ხუთ კატეგორიად ახდენს. სწორედ ამ კლასიფიკაციის მიხედვით შეაფასებინეს ეკონომისტებს საქართველოში შრომის ბაზრის პრობლემების გადასაჭრელად შემდეგი ღონისძიებების ეფექტიანობის სავარაუდო დონე.



„გამოკითხულ ეკონომისტთა 72% ფიქრობს, რომ ტრენინგები სავარაუდოდ, შრომის ბაზრის პრობლემების გადასაჭრელად ძალიან ეფექტიანი, ეფექტიანი ან ზომიერად ეფექტიანი გზაა. ანალოგიურად, 54%-ს ახალი ბიზნესების სტიმულირების ეფექტიანობის სჯერა.

სამუშაო ადგილების პირდაპირ შექმნასა და დასაქმების სუბსიდირებას ეკონომისტების უმეტესობა შრომის ბაზრის პრობლემების აღმოსაფხვრელად არაეფექტიანად ან ნაკლებად ეფექტიანად მიიჩნევს; მხოლოდ 11% ფიქრობს, რომ სამუშაო ადგილების პირდაპირი შექმნა ძალიან ეფექტიანია იქნება;

დასაქმების საჯარო სერვისებზე უფრო მრავალმხრივი შეხედულება არსებობს - 50% მიიჩნევს, რომ ის არაეფექტიანი ან არის ნაკლებად ეფექტიანია, ხოლო 39% მიიჩნევს, რომ ის ზომიერად ეფექტიანი ან ეფექტიანია“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები