მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობისთვის ბენზინის შესყიდვა გაიაფდა - რა ფასად ყიდულობს სახელმწიფო 1 ლიტრ საწვავს?

ბენზინგასამართი

2024 წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობისთვის შესასყიდი ნავთობის ფასი 8%-ით გაიაფდა - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებვერდზე გამოქვეყნებული კონტრაქტებიდან ხდება ცნობილი.

საქართველოს მთავრობა საწვავს ძირითადი საწვავის კომპანიებისგან ყიდულობს, ხოლო შესასყიდი ფასი მსოფლიო ბირჟაზე მიმდინარე მოვლენებთან არის დაკავშირებული და ის ყოველთვიურად გადახედვას ექვემდებარება.

როგორ გამოითვლება საწვავის ფასი მთავრობისთვის - პირობები:

კონტრაქტის მიხედვით, ფასი განისაზღვრება თვის დასაწყისში, წინა თვეში არსებული საშუალო ფასებიდან გამომდინარე. კერძოდ, ხელშეკრულება ეფუძნება თვის განმავლობაში PLATTS EUROPEAN MARKET-ზე დაფიქსირებულ ტონა ბენზინის საშუალო ფასს, ასევე ლარის გაცვლით კურსს, აქციზის და დღგ-ს გადასახადებს. ამ მდგენელებიდან ყოველთვიურად მხოლოდ ორი იცვლება, ესაა Platts-ის ფასი და ლარის კურსი. აგვისტოს განმავლობაში Platts-ის საშუალო ფასი იყო $769 დოლარი, რაც ივლისში არსებულ 831 დოლართან შედარებით 62 დოლარით ნაკლებია, რაც შესასყიდ ფასზეც აისახა.

შესასყიდი საწვავის ფასები ასე ნაწილდება:

  • რეგულარი - სექტემბრის ფასი მთავრობისთვის 2.46 ლარი, კლება 8%;
  • პრემიუმი - სექტემბრის ფასი მთავრობისთვის 2.48 ლარი, კლება 8%;
  • სუპერი - სექტემბრის ფასი მთავრობისთვის 2.50 ლარი, კლება 8%.

რაც შეეხება საწვავის ფასებს ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის, ის აღნიშნულ ფასებზე საშუალოდ 50-60 თეთრით უფრო ძვირი ღირს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები