მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტენდერებში წინადადების წარდგენის ფასი ₾50-დან 100 ლარამდე იზრდება - კანონპროექტი

ფული ლარი

საჯარო შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის მიხედვით, სატენდერო და საკონკურსო პროცედურებში მონაწილეობის საფასური იზრდება. ინიციატივის თანახმად, კონკურსის, ელექტრონული ან კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში, წინადადების წარდგენისათვის დაწესდება 100 ლარის ოდენობის საფასური. შესაბამისი ცვლილება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მთავრობის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადაგინა.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სატენდერო და საკონკურსო განცხადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გაზრდას - მოქმედი 25 ან 50 ლარის ნაცვლად 100 ლარამდე.

დამატებით, მას შემდეგ, რაც შეიქმნება ინსტიტუციურად დამოუკიდებელი ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, კონსოლიდირებულ ტენდერებში მონაწილე გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებული იქნება აღნიშნული ორგანოს ანგარიშზე გადაიხადოს თანხა, რომელიც არ აღემატება შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულების 1%-ს.

"კონკურსის, ელექტრონული ტენდერის ან კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში საკონკურსო ან სატენდერო წინადადების წარდგენისათვის წესდება საფასური 100 ლარის ოდენობით.

კანონპროექტით აგრეთვე იზრდება ამჟამად მოქმედი სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისთვის საფასურის ოდენობა და ნაცვლად არსებული 50 ლარისა, ხოლო რიგ შემთხვევებში 25 ლარისა, განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით. ამასთან, პროექტის თანახმად, სატენდერო/საკონკურსო წინადადების წარდგენისათვის საფასურის ოდენობა ნაცვლად არსებული 50 ლარისა, განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით. გარდა ზემოაღნიშნულისა, აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც შეიქმნება ინსტიტუციურად დამოუკიდებელი ორგანო – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, კონსოლიდირებულ ტენდერში წინადადების წარდგენის საფასური განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით ხოლო კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებული იქნება ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ანგარიშზე აგრეთვე გადაიხადოს თანხა – დასადები შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 1%-ის ოდენობით," - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები