მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მტევინო" წარმადობის 1,5 მლნ ბოთლამდე ზრდას გეგმავს

მტევინო

"დღეის მდგომარეობით, თუ 1 მლნ ბოთლის ჩამოსხმას უზრუნველვყოფთ, გეგმაში გვაქვს, რომ წარმოება 1,5 მლნ ბოთლამდე გავზარდოთ", - ამის შესახებ BM.GE-სთან ღვინის მწარმოებელი კომპანია „მტევინოს" დამფუძნებელმა, ნიკა ზაუტაშვილმა განაცხადა.

მისივე ცნობით, კომპანიას საექსპორტო მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლები აქვს, რასაც რეალიზაციის გასამმაგებული მაჩვენებლებიც ცხადყოფს. "მტევინოს" მიერ წარმოებული ღვინოს 80% ექსპორტზე მოდის, ხოლო 20% ადგილობრივ ბაზარზე, ჰორეკა სექტორსა და სხვადასხვა ქსელურ მარკეტებში რეალიზდება.

„დღეის მდგომარეობით, თუ 1 მლნ ბოთლის ჩამოსხმას უზრუნველვყოფთ, გეგმაში გვაქვს, რომ წარმოება 1,5 მლნ ბოთლამდე გავზარდოთ, რაშიც დაახლოებით $0,5 მლნ-ის ინვესტიციის განხორციელებას ვგეგმავთ.

საკმაოდ სერიოზული წინსვლა გვაქვს. ექსპორტის მიმართულებით რეალიზაცია გვაქვს გასამმაგებული. ექსპორტზე გავდივართ ჩინეთში, ამერიკაში, უკრაინაში, ბელარუსში, გერმანიაში, ჩეხეთში, ავსტრიაში, პოლონეთსა და ესპანეთში. წარმოების 80% ექსპორტს უკავია, ხოლო 20% ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება. ბერლინის საერთაშორისო გამოცდილებაზე „მწვანე კვირეული 2024“, სადაც 15 ქართულ კომპანიას შორის ჩვენც ვიღებდით მონაწილეობას, საექსპორტო მიმართულებით განვითარებაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. დაგვემატა არა მხოლოდ ქართული რესტორნები, არამედ გერმანულ ობიექტებშიც შევედით“,- აცხადებს ზაუტაშვილი.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, კომპანიის დამფუძნებლის განმარტებით, ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა მზარდია. ისინი რამდენიმე ქსელურ მარკეტთან ექსკლუზიურად თანამშრომლობენ, რომლებიც იზრდებიან, შესაბამისად, კომპანიას ვალდებულება აქვს, რომ შეკვეთები უზრუნველყოს. სწორედ ეს განაპირობებს წარმოების ზრდასაც. თუმცა კომპანია ახალი ობიექტის დამატებას ან გაფართოებას არ გეგმავს.

ინფორმაციისთვის, ღვინის მწარმოებელი კომპანია „მტევინო“ ბაზარზე 3 წელია ოპერირებს. მეღვინეობა საგარეჯოში, სოფელ ხაშმში მდებარეობს. კომპანიის მიერ წარმოებული ღვინო ადგილობრივ ბაზარზე ამ დრომდე ჰორეკა სექტორსა და ქსელურ მარკეტებში, მათ შორის გუდვილში, 8000 მოსავასა და One Price- ში იყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები