მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთის კურორტების კომპანია: თეთნულდისა და ჰაწვალის საბაგიროები ჩაირთო

61cae1ad21819
მარიამ ვარადაშვილი
28.12.21 14:23
599
თეთნულდისა და ჰაწვალის საბაგიროები, რომლებიც ამ დრომდე ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდების გამო გამორთული იყო, ჩაირთო.

ეს ინფორმაცია BMG-ს მთის კურორტების განვითარების კომპანიაში დაუდასტურეს. უწყების ცნობითვე, თეთნულდის 5 და  და ჰაწვალის 2 საბაგირო დღეს, 28 დეკემბერს, დილით ჩაირთო.

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად 25 დეკემბერიდან გაიხსნა, მაგრამ მესტიაში - თეთნულდის და ჰაწვალის საბაგიროები დღემდე გამორთული იყო.

მიზეზად კომპანია ელექტრომომარაგების არასტაბილურობას ასახელებდა. თავის მხრივ, აღნიშნულის მიზეზი კი კრიპტოვალუტების არალეგალური წარმოებაა, რომელიც წლებია გრძელდება და ამის გამო, მესტიას ელექტრომომარგება, პერიოდულად, გრაფიკით ხდება. სწორედ ამის გამო, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ გასულ კვირას საჯარო განცხადება გაავრცელა და ადგილობრივ მოსახლეობას კრიპტოვალუტების ე.წ. მაინერების გამორთვისკენ მოუწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები