ჩვენი გზა ევროპაშია! - ამის შესახებ განცხადებას SPAR Georgia ავრცელებს.
"SPAR Georgia, როგორც საერთაშორისო ბრენდის ნაწილი, სრულად ვიზიარებთ ევროპულ ღირებულებებს და ჩვენი ერის სწრაფვას, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.
გვსურს მადლობა გადავუხადოთ ეპიცენტრში მომუშავე ჩვენს თანამშრომლებს გამოჩენილი სიმამაცისა და პროფესიონალიზმისთვის, აგრეთვე, აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც მშვიდობიანად აფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას ევროპული მომავლისთვის.
ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ჩვენი გზა ევროპაშია! SPAR Georgia სიყვარულით და პასუხისმგებლობით თქვენს სამსახურში! ჩვენი გზა ევროპაშია! - წერია გავრცელებულ განცხადებაში.