თავდაცვის საკითხებში ევროკომისარი, ანდრიუს კუბილიუსი ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ გამოსვლას X-ზე ეხმიანება.
ის ადასტურებს მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ.
"ძალიან ყურადღებით ვუსმენდი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას დღეს სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხის და ქვეყნის მომავლისთვის მათი ევროპული მისწრაფებების გვერდით",- წერს კუბილიუსი.
I listened very attentively to Georgian 🇬🇪 President @Zourabichvili_S‘s testimony today during the European Parliament plenary in Strasbourg.
— Andrius Kubilius (@KubiliusA) December 18, 2024
We stand firmly by the Georgian people and their European aspirations for the future of their country. pic.twitter.com/qwGa0v25V2
დღეს, ევროპარლამენტში სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა. მან ისაუბრა პროევროპულ პროტესტზე, "ქართული ოცნების" პრორუსულ კურსზე, გაყალბებულ არჩევნებსა და რეპრესიებზე, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე და ევროკავშირს ქმედითი ნაბიჯებისაკენ მოუწოდა.