მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცირე მარნების წარმადობის მაქსიმალური ზღვარი 25 000 ლიტრამდე მცირდება - ქეთო ნინიძე ქალების ნარატივში

ქართული მეღვინეობის სექტორი, განსაკუთრებით კი მცირე მარნები, რთული საკანონმდებლო და ფინანსური ცვლილებების წინაშე აღმოჩნდნენ. ამოქმედებული რეგულაციებით, მცირე ზომის მარნის წლიური წარმადობის მაქსიმალური ზღვარი 40 000-დან 25 000 ლიტრამდე მცირდება. ამასთან, სამეწარმეო ვენახის გაშენება ღვინის ეროვნული სააგენტოს ნებართვას ექვემდებარება, ხოლო სერტიფიცირებული სასმელებისთვის 10-თეთრიანი სავალდებულო ნიშანდება წესდება. კერძო სექტორის ნაწილი მიიჩნევს, რომ გამკაცრებული დეგუსტაცია და ბიუროკრატიული წნეხი ქართული ღვინის თვითღირებულებას ხელოვნურად და არაგონივრულად ზრდის.

სტუმარი: ქეთო ნინიძე - საოჯახო მარანი „ოდა“, დამფუძნებელი

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები