მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mu ვარიანტი ამჟამად პირდაპირ საფრთხედ არ განიხილება - ფაუჩი

613605c6ab115
ნათია თაქთაქიშვილი
06.09.21 16:10
6152
აშშ-ს წამყვანი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ აშშ კორნავირუსის ახალ Mu ვარიანტს დიდი ყურადღებით აკვირდება, თუმცა მისი თქმით, კორონავირუსის აღნიშნული ფორმა ამ ეტაპზე ქვეყნაში დიდად გავრცელებული არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.

წამყვანი ინფექცინისტი აცხადებს, რომ ახალ Mu ვარიანტს აქვს მუტაციები, რომლებმაც შესაძლოა, გარკვეული ანტისხეულების, მათ შორის ვაქცინებისგან შექმნილი ანტისხეულების დაცვას გვერდი აუაროს.

„მუტაციებზე საბოლოო დასკვნისთვის საჭირო საკმარისი კლინიკური მონაცემები არ არსებობს და ამჟამად პირდაპირ საფრთხედ არ განიხილება, თუმცა „კოვიდ-19“-ის ყველა ვარიანტი სერიოზულად უნდა იქნას აღქმული“,- განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

როგორც ინფექციონისტი ამბობს, ამ ეტაპზე აშშ-ში დომინანტ შტამად კორონავირუსის დელტა ვარიანტი რჩება, რაზეც ინფიცირების 99% მოდის.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ორგანიზაციამ გასულ კვირას უკვე დაიწყო Mu ვარიანტის შესწავლა და ცდილობენ დაამტკიცონ ნამდვილად შესწევს ძალა თუ არა Mu ვარიანტს გვერდი აუაროს ვაქცინებისგან შექმნილი ანტისხეულების დაცვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები