მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მუკეშ ამბანი „ლივერპულის“ შეძენითაა დაინტერესებული

6373455f349bb
BM.GE
16.11.22 00:00
1192
სხვადასხვა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინდოელი მილიარდერი მუკეშ ამბანი საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის“ შეძენითაა დაინტერესებული. შეგახსენებთ, ინგლისური კლუბის მფლობელი ამერიკული კომპანიის, Fenway Sports Group-ის წარმომადგენლებმა ახალი აქციონერების შესაძლო დამატების შესახებ გასულ კვირაში განაცხადეს.

ჯერჯერობით უცნობია, „ლივერპულის“ რამდენპროცენტიანი წილის გაყიდვას აპირებს FSG-ი, თუმცა, როგორც ირკვევა, ის კლუბს 4 მილიარდ გირვანქა სტერლინგად აფასებს.

Reliance Industries-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი, მუკეშ ამბანი, რომლის ქონებაც Fორბეს-ის თანახმად მოცემული დროისთვის $93.4 მილიარდს შეადგენს, „ლივერპულის“ შეძენის სურვილს ჯერ კიდევ 2010 წელს გამოთქვამდა. მილიარდერს კლუბის 51%-იანი წილის ყიდვა Sahara Group-ის თავმჯდომარესთან, სუბროტო როისთან ერთად სურდა.

თუმცა 2010 წელს „ლივერპული“ Fenway Sports Group-მა შეიძინა. ამერიკულმა კომპანიამ კლუბის სანაცვლოდ £300 მილიონი გადაიხადა.

წყარო: Forbes.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები