მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მუნიციპალურმა ინსპექციამ ზაჰესში რამდენიმე უკანონო შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა

61c010dbe5479
BM.GE
20.12.21 09:11
407
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გლდანის რიაონში, ზაჰესის ტერიტორიაზე უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა.

ამის შესახებ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის სამი ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ერთი თვის წინ მოკვლევა დაიწყო.

მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები