მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მუნიციპალური განვითარების ფონდის პორტფოლიო 3 მილიარდი ლარია”- გიორგი ციბაძე

მუნიციპალური განვითარების ფონდი

საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია/მშენებლობა, რეგიონების განახლება და ტურისტული ლოკაციების მოწესრიგება - ეს ის ძირითადი მიმდინარე პროექტებია, რომელზეც მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილემ დაასახელა.

გიორგი ციბაძე ამბობს, რომ 600 მილიონი დაიხარჯა ჯამურად განახლებული რეგიონების 4 წლიან პროგრამაზე, რომელიც ყოფილი პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაიწყო.

ფონდის დირექტორის მოადგილის განმარტებით, პროგრამა დასასრულს უახლოვდება და სამუშაოები მის ფარგლებში მიმდინარე წელს დასრულდება.

მისი თქმით, ფონდის დაფინანსება ბიუჯეტიდან ბოლო წლებში იზრდება, რაც იმას ნიშნავს რომ სახელმწიფო უფრო ნაკლებ სასესხო ვალდებულებას იღებს პროექტების განსახორციელებლად.

“ტურისტული ლოკაციების განახლებაზე იხარჯება მილიარდი ლარი, ასევე მიმდინარეობს პროგრამა რეგიონების განახლების, რომელიც 63 მუნიციპალიტეტში ხორციელდება, რქაც გულისხმობს ტურისტული ლოკაციებს გალამაზებას და აღდგენას, რაშიც 600 მილიონი არის ინვესტირებული. ბაღებში მილიარდ 300 მილიონია გამოყოფილი. დღეის მდგომარეობით ფონდის პორტფოლიო 3 მილიარდი ლარია, რომელიც მიმდინარე კონტრაქტებია.

განახლებული რეგიონების პროგრამა ფაქტობრივად დასასრულს უახლოვდება, ის ნაწილი, რომელიც მთავრობის მხრიდან იყო დავალებული, 600 მილიონი ღირებულების. წელს დასრულდება განახლებული რეგიონების პროგრამის პირველი ფაზა, ხოლო ტურისტული ლოკაციების განახლებას რაც შეეხება, ეს პროგრამა გასულ წელს დაიწყო და რამდენიმე წელი განხორციელდება, იმიტომ რომ მასშტაბური სამუშაოები არის,”- ამბობს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე გიორგი ციბაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები