ჩვენ, მუსიკოსები, პროტესტს ვუცხადებთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას და უარს ვამბობთ ნებისმიერ სახელმწიფო ღონისძიებაში მონაწილეობაზე - ამ განცხადებით 90-მდე მუსიკოსი და მუსიკალური ჯგუფი პროტესტს უცხადებს მმართველ გუნდს და გმობს მათ მიერ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით განხორიცლებულ ძალადობრივ ქმედებებ. მუსიკოსების მიერ გამოქვეყნებულ მანიფესტში ნათქვამია, რომ ხელოვანეს სჯერათ იმის, რომ "შევძლებთ დავუბრუნდეთ საქართველოს ისტორიულ, ევროატლანტიკურ გზას".
"ხელოვნება თავისი არსით მუდამ იყო თავისუფლებისა და თვითგამოხატვის სიმბოლო, შესაბამისად, ხელოვნება შეუძლებელია იყოს ჩუმი და შეზღუდული. ჩვენი, როგორც მუსიკოსების როლი მუდამ იყო, არის და იქნება იმ სათქმელის, ემოციისა და განწყობის გადმოცემა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს. სიტუაცია დღევანდელ საქართველოში, სადაც ადამიანებს ყოველდღიურად დევნიან, სცემენ და უკანონოდ აკავებენ თავისუფლების ერთგულებისა და ევროპული მომავლის დაცვის გამო, შეუძლებელია დარჩეს ჩვენი რეაგირების გარეშე.
ამ მოვლენების ფონზე, დღეს თვითგამოხატვაზე წინ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა დგას, რომელიც აუცილებლად უნდა გასცდეს პროტესტს რუსთაველზე და გადაითარგმნოს საერთო გაფიცვაში.
ერთის მხრივ, მუსიკოსები საზოგადოების კეთილგანწყობით და სიმპათიებით სარგებლობენ, რის გამოც ვალდებულები ვართ, ჩვენი რესურსი არ მოხმარდეს მმართველი პარტიის სოციალური იმიჯის წახალისებასა და პოზიციების გამყარებას.მეორეს მხრივ, სახელმწიფო ღონისძიებები იმართება არალეგიტიმური მთავრობის მიერ იმ ხალხისგან შევსებული ბიუჯეტით, რომელიც საკუთარი სიცოცხლისა და თავისუფლების რისკის ქვეშ დაყენების ფასად იცავს სამშობლოს.
აქედან გამომდინარე, ჩვენ, მუსიკოსები, პროტესტს ვუცხადებთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას და უარს ვამბობთ ნებისმიერ სახელმწიფო ღონისძიებაში მონაწილეობაზე.
ვგმობთ მათი მხრიდან პროტესტანტების მიმართ არაპროპორციული და გადამეტებული ძალის გამოყენებას, მოროდიორობას, უკანონო დაჭერას, დაშინებასა და მრავალ სხვა დანაშაულებრივ მეთოდს, რომელსაც მმართველი პარტია ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს.
გვჯერა, თქვენი და ჩვენი გამძლეობის. გვჯერა, რომ შევძლებთ დავუბრუნდეთ საქართველოს ისტორიულ, ევროატლანტიკურ გზას. გვჯერა, რომ ამ ომში გავიმარჯვებთ სახელოვნად.
პატივისცემით, მუსიკოსები საქართველოსთვის", - წერია მუსიკოსების მანიფესტში, რომლის ხელმომწერთა რაოდენობა განახლებადია.
ხელმომწერთა განახლებადი სია:
ნინო ქათამაძე
მწვანე ოთახი
თამადა
Soft Eject
მაია დარსმელიძე
რობი კუხიანიძე & ჯგუფი Outsider
ბექა გოჩიაშვილი
Bedford Falls
MOKUMOKU
არა
Creams
Mechanical Rainbow
ერეკლე დეისაძე
Melqo
Circus Mircus
LOUDspeakers
SKAZZ
Killages
4D Monster Lobsters
მებო ნუცუბიძე
ბაჩო ჯიქიძე & ესთეტი ბიჭები
გამოუვალი მდგომარეობა
ჯგუფი ყველა
Zviad Mgebry
მურმან წულაძე
Anushka Chkheidze
Will Kolak
Tape Visitors
LIOwithILASexy Bicycle
Lua
Nikala
Mellow
AVARA
ელენე გოგოძე
კოლექტივი
DEENA
Postalion
On The Road
Tanu Stibellyus
ONEFORTY
დავით მუნჯიშვილი
NAKASHA
MISHVARDI
Noki
Hiver Den
IAMNIKITA
სამართ(ლ)ებელიინდი მეწარმეები
ქაჯი თოდია
ბულბულა
ნიკა ჩოხელი
FLOWFLOW MAGAZINE
გიო რუსიაპინო
Echo
STUTTER
MVYKL
TOVLY
SOPO
Koa mohawke
Process
TRIGGER
Amstrd.
Process
Progeno
lDito
ნათია სართანი
Nuka Gabunia
Kuji Tabaghua
ლაშა ნათენაძე
Sophie Villy
9Rhyme
ANTICS, HEYS
Anman
ანიჩკა სიხარულიძე
David Delgma
Band E Roll
მარიამ კუბანსკი
ხუტა სალია
ლევან სიდიანი
ზუკა სიმონიშვილი
Tetso
თამთა მანძულაშვილი
პელარგონია
ბარბარე გრიშაშვილი
თორნიკე ჯაფიაშვილი
მირანდა ნამიჭეიშვილი
ზურაბ კოსტავა
RTNH
გიგი კობერიძე
ბექა ჩხარტიშვილი