მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მუსიკოსების საახალწლო კონცერტებში ჩასართავად მთავრობა მერიას 400 ათას ლარს გამოუყოფს

5fe5a060455f9
ინგა მურუსიძე
25.12.20 12:17
666
თბილისის მერიას მუსიკოსების და კულტურის მოღვაწეების დასახმარებლად 400 ათასი ლარი გამოეყოფა. ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააჟღერა.

თურნავას თქმით, კულტურის მოღვაწეები და მუსიკოსები ახალი წლის ღამეს ყოველთვის მონაწილეობდნენ ღონისძიებებში, წელს კი ამას მოკლებული არიან.

„ყოველ ახალ წელს იმართებოდა კონცერტები რესტორნებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღეს კი ისინი მოკლებული არიან ამ შესაძლებლობებს. მერიას გამოეყოფა 400 ათასი ლარი ასიგნება, რომ მან თავის ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებებში რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე, მუსიკოსები ჩართოს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ინფორმაციისთვის, მერიის ორგანიზებით, 31 დეკემბრის ღამით კონცერტი  მაყურებლის გარეშე გაიმართება და ის ტელევიზიით გადაიცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები