აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა მიიღო კანონი, რომელიც კასპიის ზღვაში ხელოვნურ კუნძულებზე აზარტულ თამაშებს ნებადართულს ხდის. ეს 1998 წლის შემდეგ ქვეყანაში ფიზიკური აზარტული თამაშების ლეგალიზაციას წარმოადგენს, თუმცა ის მხოლოდ ხელოვნურ კუნძულებზე იქნება ნებადართული.
მუსლიმური ქვეყნების უმეტესობაში აზარტული თამაშები, მკაცრი რეგულაციების ქვეშაა. 2024 წელს არაბეთის გაერთიანებული საამიროები გახდა პირველი ქვეყანა სპარსეთის ყურეში, რომელმაც აზარტული თამაშები ნებადართული გახდა, თუმცა მხოლოდ ხელოვნურ კუნძულზე. სწორედ ასეთ პროექტს ავითარებს ამჟამად ამერიკელი მილიარდერი სტივენ ვინი ალ მარჯანის ხელოვნურ კუნძულზე, რომლის გახსნაც 2027 წლის დასაწყისში იგეგმება.
UAE-ს გარდა კაზინოების ოპერირება დასაშვებია მაროკოში, ლიბანში, ტუნისში, ეგვიპტესა და სხვა ქვეყნებში. ასევე პოსტ-საბჭოთა სივრციდან კაზინოები ნებადართულია ყაზახეთშიც. თუმცა, თითოეული ქვეყნის შემთხვევაში კაზინოების ოპერირების პირობები განსხვავებულია, მაგალითად ეგვიპტეში ის მხოლოდ ტურისტებისთვის არის ღია.
მუსლიმური უმრავლესობის მქონე ქვეყნები, სადაც კაზინოები არის დაშვებული:
მაროკო
სტატუსი: ლეგალური და რეგულირებულია მარაკეშში, აგადირსა და კასაბლანკაში.
დეტალები: 1930 წლიდან ლეგალურია, ღიაა ტურისტებისა და ადალაქოდა ადგილობრივებისთვის. ონლაინ თამაშები აკრძალულია, მაგრამ უცხოური საიტები ხელმისაწვდომია.
ლიბანი
სტატუსი: ლეგალურია.
დეტალები: მკაცრი სახელმწიფო კონტროლი, ძირითადად ტურისტებისა და არამუსლიმებისთვის. ორმაგი მოქალაქეობის მქონეებს შეუძლიათ თამაში. ონლაინ კაზინოები ხელმისაწვდომია გარკვეულ პირობებში.
ეგვიპტე
სტატუსი: ლეგალურია მხოლოდ ტურისტებისთვის.
დეტალები: 20-ზე მეტი კაზინო ტურისტულ ზონებში (შარმ ელ-შეიხი, კაირო). ადგილობრივებს აკრძალული აქვთ თამაში. ონლაინ თამაშები არარეგულირებულია, ხელმისაწვდომია უცხოური საიტები.
ტუნისი
სტატუსი: ლეგალურია ტურისტებისთვის.
დეტალები: კაზინოები მუშაობს ტურისტულ ზონებში (ჰამამეტი). ონლაინ თამაშები არ არის აკრძალული, ხელმისაწვდომია უცხოური საიტები.
მალაიზია
სტატუსი: ერთი ლეგალური კაზინო, მხოლოდ არამუსლიმებისთვის.
დეტალები: Resorts World Genting, 1970-იანებიდან, აკრძალულია მუსლიმებისთვის. ონლაინ თამაშები აკრძალულია, მაგრამ პოპულარულია.
არაბთა გაერთიანებული საამიროები (UAE)
სტატუსი: ამჟამად აკრძალულია, მაგრამ კაზინო მშენებარეა.
დეტალები: Wynn Al Marjan Island (რას ალ-ხაიმა) 2027 წლისთვის გაიხსნება, ძირითადად ტურისტებისთვის, მკაცრი რეგულაციებით.
ყაზახეთი
სტატუსი: ლეგალურია, დაშვებულია განსაზღვრულ ზონებში.
დეტალები: კაზინოები ნებადართულია კაპჩაგაისა და შჩუჩინსკში, 12 კაზინო ექვს ქალაქში. კაპჩაგაი უდიდესი ცენტრია შვიდი ობიექტით. ონლაინ თამაშები აკრძალულია, მაგრამ VPN-ით უცხოური საიტები ხელმისაწვდომია.
შესაბამისად, აზარტული თამაშები სრულად აკრძალულია შემდეგ ქვეყნებში: საუდის არაბეთი, იორდანია, ქუვეითი, ყატარი, თურქეთი, ომანი, ბაჰრეინი, ინდონეზია, ლიბია, მავრიტანია, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი.




























