მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მწარმოებელთა ფედერაცია მთავრობის "იმპორტის ჩანაცვლების სტრატეგიას" დადებითად აფასებს

5e8d8fb32c8c3
ვიქტორია მღებრიშვილი
08.04.20 13:00
1287
ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისა და საქართველოს მთავრობის მიერ "პრიორიტეტული დარგების განვითარების იმპორტის ჩანაცვლების სტრატეგიის” გატარებასთან დაკავშირებით მწარმოებელთა ფედერაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ადგილობრივი წარმოებების როლზეა საუბარი.

BM.GE-ი ფედერაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის განცხადება ახალი კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის ფონზე კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკური სტიმულირების გეგმაში ადგილობრივი წარმოებების როლის და სასწრაფო მოქმედებების შესახებ.

საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია აღნიშნავს , რომ დღეისათვის ქვეყნისათვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს არა მხოლოდ ახალი კორონა ვირუსის ეპიდემიის პრობლემაა, არამედ არანაკლებ მნიშვნელოვანია თუ როგორ იმოქმედებს ქვეყანა კრიზისულ პერიოდში და როგორ იქნება მისი პოსტკრიზისული ეკონომიკის მდგომარეობა. 

მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, , ეკონომიკის განვითარების მიმართულებებს შორის ქვეყანისათვის ერთი ერთი უმნიშვნელოვანესია - "პრიორიტეტული დარგების განვითარების იმპორტის ჩანაცვლების სტრატეგია", შესაბამისად ადგილობრივი წარმოების განვითარება არის უმნიშვნელოვანესი არა მარტო ყოველდღიურ ეკონომიკური აქტივობის მხრივ , არამედ გრძელვადიანად , მით უმეტეს ეკონომიკური კრიზისების პირობებში რომლის წინაშე სულ უფრო ხშირად დგას გლობალურად მთელი მსოფლიო და მათ შორის ჩვენი ქვეყანა .

მიზანი არის ერთი - ადგილობრივი წარმოებები უახლოეს პერიოდში უნდა გავიდნენ იმ ორბიტაზე , რომ მათი გრძელვადიანი და მდგრადი განვითარება სტაბილური და შეუქცევადი გახდეს, როგორც ადგილობრივ ასევე საექსპორტო ბაზრების მიმართულებით .

4 წლის წინ სწორედ ამ მიზნის მისაღწევად შეიქმნა საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის , რომელიც აერთიანებს საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი ყველა დარგის ადგილობრივი მწარმოებლების დიდ უმრავლესობას .

საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციას ყოველთვის მიაჩნდა და დღევანდელმა დღემ ყველას კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა იმის აუცილებლობა , რომ ქვეყნის ეკონომიკის აქტიურობა ადგილობრივი წარმოებების სტიმულირების ხარჯზე უნდა ხდებოდეს , იმ პრიორიტეტული დარგების მეშვეობით რომელთა პროდუქციის ხარისხი დღეს არ ჩამოუვარდება და ხშირ შემთხვევაში აღემატება კიდეც , ხოლო ფასით ძირითადად კონკურენტულნი ან ახლოს მდგომნი არიან ანალოგიურ უცხოურ პროდუქციებთან მიმართებაში . სწორედ ეს წარმოებები საქართველოში ქმნიან ღირებულებათა ჯაჭვს : ბიუჯეტში შეაქვთ შენატანები, ხელს უწყობენ ლარის სტაბილურობას ,ქმნიან სამუშაო ადგილებს რომელიც უმუშევრობის დაძლევის ერთადერთი გარანტირებული შესაძლებლობას წარმოადგენენ .

დღეს სწორედ ადგილობრივ წარმოებებზე დაყრდნობით და მათი ხელშეწყობით ქვეყანა უნდა გამოვიდეს არსებული კრიზისიდან და სტაბილურად გააგრძელონ ფუნქციონირება პოსტკრიზისულ პერიოდში როგორც ადგილობრივ ასევე საექსპორტო ბაზრებზე.

როგორც დღევანდელი კრიზისის საკვანძო პერიოდებში გამოჩნდა უაღრესად მნიშვნელოვანია ადგილობრივი მწარმოებლების კიდევ უფრო აქტიური გამჭვირვალე ყოველდღიური ინტენსიური კომუნიკაცია და კოორდინაცია უშუალოდ ხელისუფლების უმაღლეს რგოლთან მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან , მიღებული დადგენილებების და განკარგულებების სწრაფი აღსრულება ხელისუფლების საშუალო და ადგილებზე რაიონულ და თვითმართველ ორგანოების და შტაბების მიერ შესაბამისად ყველა რგოლის სინქრონული და პასუხისმგებლიანი მუშაობა, რაც ბიზნეს პროცესებს პროგნოზირებად და უსაფრთხო ფუნქციონირების გარანტს წარმოადგენს.

დღეს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების დროა , ყოველი დღე ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს.
საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია მიესალმება და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ხედვას, რომ დღეს ქვეყანაში არსებული ურთულესი მდგომარეობიდან სწრაფად გამოსასვლელად ეკონომიკური პროგრამების ჭრილში ძირითადი აქცენტი ადგილობრივი წარმოებების ფუნქციონირებასა და განვითარებაზე გაკეთდეს იქ სადაც შესაძლებელია . აქვე აღვნიშნავთ, რომ ეჭვგარეშეა უშუალოდ მწარმოებელმა კომპანიებმა, დარგების წარმომადგენლებმა დღეს ყველაზე კარგად იციან პრაქტიკაში, ბიზნესის ფუნქციონირების რომელ ეტაპზე - საკანონმდებლო , საგადასახადო თუ უშუალოდ მუშა პროცესში რა სასწრაფო აუცილებელი ღონისძიებების გატარებაა საჭირო .

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია , ადგილობრივი მწარმოებლები მზად არიან მთავრობასთან, მის ეკონომიკურ გუნდთან კიდევ უფრო აქტიური კომუნიკაციისა და შეხვედრებისათვის - ნებისმიერ დროს , ნებისმიერ ფორმატში რათა ერთიანი ძალისხმევით დავძლიოთ დღევანდელი კრიზისი და ამასთან უზრუნველყოთ პოსტკრიზისულ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის შემდგომი გრძელვადიანი და სტაბილური განვითარება“, - ნათქვამია მწარმოებელთა ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები