მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მწვანე მშენებლობის მნიშვნელობა და მომავალი, დაფინანსების საშუალებები საქართველოში - „ექსპო ჯორჯიაში“ პანელური დისკუსია გაიმართება

644a9b6e402d1
BM.GE
27.04.23 20:10
589

28 აპრილს, 15:00 ზე, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში პანელური დისკუსია თემაზე გაიმართება: Green Economic - მწვანე მშენებლობის მნიშვნელობა და მომავალი, დაფინანსების საშუალებები საქართველოში “.

- შეხვედრაზე გაეცნობით პოლონეთის გამოცდილებასა და შედეგებს,

- საქართველოში არსებული ვითარება და სამომავლო გეგმები

(შენობების ენერგეტიკული მახასიათებლების შესახებ ევროდირექტივის შემოღება).

- მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამა GEFF გაგვაცნობს რისი შეძენა შეუძლიათ პროგრამის დაფინანსებით სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს.

29 აპრილს, 12 საათზე, გაიმართება პრეზენტაცია: სამშენებლო დეველოპერული სექტორის მიმოხილვა და შესაძლებლობები ადგილობრივი მასალების მწარმოებლებისთვის

- ფინანსებზე ხელმისაწვდომობა (TBC Capital,Enterprise Georgia)

მოვისმენთ თიბისი კაპიტალის კვლევის შედეგებს, რა მასშტაბის არის საქართველოში სამშენებლო მასალების მოხმარება, რა წილი და რა მასალა არის იმპორტირებული.

რა მიმართულებით უნდა იფიქრონ საქართველოში მასალების მწარმოებელმა კომპანიებმა გაფართოება და დაფინანსების რა მექანიზმები არსებობს ქვეყანაში როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის მხრიდან.

14:00 საათზე მოვისმენთ 10 პოლონური კომპანიის ბიზნეს შეთავაზებას ქართული კომპანიებისთვის.

პოლონური კომპანიების ინტერესი ქართულ ბაზარზე

ამ შეხვედრისას თქვენ გაიცნობთ უმსხვილეს სამშენებლო მასალების მწარმოებელ პოლონურ კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან, ბიზნეს პარტნიორების, წარმომადგენლების პოვნით საქართველოში.

მოისმინეთ მათი პროდუქტის და თანამშრომლობის შეთავაზებაზე მეტი დეტალი.

წარმოების სფერო მრავალფეროვანია:

-ცენტრალური გათბობის მილები და გათბობის სისტემებისთვის მოწყობილობები,

-ლაქ-საღებავები, მათ შორის, სახურავებისთვის; წყალმედეგი საღებავები, რომლებიც გამოიყენება მძიმე ინდუსტრიისთვის.

-ბეტონის ჩამომსხმელი სისტემები, ყალიბები;

- ფანჯრისა და კარის სახელურები, ანჯამები,

- მოდულური სახურავები, სახურავის პანელები, წყალსაწრეტი სისტემები (ჟოლობი და სხვა), თაბაშირ-მუყაოს პროფილები, გათბობა ტექნოლოგიები, ფოტოელექტრული მზის ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნის მოწყობილობები, კონდიცირება და ვენტილაცია,

- ბაღის ინსტრუმენტები და სხვა.

შეგახსენებთ, „უძრავი ქონების ექსპოს“ კვირეულის ფარგლებში, „ექსპო ჯორჯიაში“ მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build; საქართველოს უძრავი ქონების გამოფენა Georgia Real Estate Exhibition და უძრავი ქონების ფორუმი 28-30 აპრილს გაიმართება.

 

R

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები