მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მწვანე პასპორტების“ ამოქმედებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება მიღებული - გაბუნია

6182678ab5880
ვიქტორია მღებრიშვილი
03.11.21 14:48
791
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, აცრილებისთვის „მწვანე ბარათების“ ამოქმედების წინადადებები უკვე მზად არის და საკოორდინაციო საბჭო მას უახლოეს მომავალში განიხილავს. ამის შესახებ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

„წინადადებები "მწვანე პასპორტთან" დაკავშრებით მზად არის, ტექნიკური მზაობა არსებობს, პოლიტიკური გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე უახლოეს დღეებში მიიღება. საბჭო ამას განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კითხვაზე - ინფიცირების რა მაჩვენებელი უნდა დაფიქსირდეს, რომ საბჭომ კონკრეტულ შეზღუდვებზე დაიწყოს საუბარი, თამარ გაბუნიამ უპასუხა, რომ მთავარი არსებული რეგულაციების შესრულებაა და ამაზე კონკრეტული პასუხი მას არ აქვს.

„რამდენიმე პარამეტრია, რომელიც განსაზღვრავს გადაწყვეტილებას თუ როდის უნდა იქნას შემოღებული დამატებითი შეზღუდვები - ეს არის ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა, ინფიცირების მზარდი რაოდენობა და ა.შ.

დღეს მნიშვნელოვანია იმ რეგულაციების აღსრულება, რომელიც დაწესებულია; დამატებით რაც არ უნდა დაწესდეს, თუ არ აღსრულდა, შედეგს არ მოგვცემს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ და განმარტა, რომ აქციები, რომლებიც საქართველოში იმართება მობილობას ზრდის: „ისინი არ ექვემდებარება შეზღუდვას, რადგან თან სდევს პოლიტიკურ პროცესებს, აქედან გამომდინარე, ეს რისკია, რომელიც დარჩება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები