მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მხოლოდ საშემოსავლოს ნაწილში შეღავათები არ იყო საკმარისი” - MEGADOORS

5ffa948b2dcc9
ანა ჯოხაძე
10.01.21 10:02
951
“მხოლოდ საშემოსავლოს ნაწილში შეღავათები არ იყო საკმარისი”- ამის შესახებ BM.GE-ის კარების მწარმოებელი ქართული კომპანია „მეგადორსი“-ის დამფუძნებელმა რაულ გაბაიძემ განუცხადა. გაბაიძის თქმით, კრიზისში მყოფი ბიზნესი ამ პერიოდში გადასახადებზე არ უნდა ფიქრობდეს. ამ ყველაფერს კი დაემატა ისიც, რომ გაიზარდა ელექტროენერგიის და გაზის ტარიფი, რაც დამატებითი დარტყმა იყო ბიზნესისთვის. გაბაიძე ამ ფაქტორების გათვალისწინებით პროდუქციის გაძვირებასას არ გამორიცხავს.

“2020 წლის განმავლობაში საგადასახადო ნაწილში საშემოსავლოს გარდა არანაირი შეღავათი არ მიგვიღია. მხოლოდ საშემოსავლოს ნაწილში შეღავათები არ იყო საკმარისი. ასეთ პერიოდში ბიზნეს გადასახადებზე არ უნდა ჰქონდეს საფიქრალი. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ასე არ არის. ხმის ამოღება კი იცით რასაც ნიშნავს... იმას, რომ ოპოზიცია ხარ. არადა ბიზნესი არის ცალკე პარტია, რომელიც არავის არ უნდა ეკუთვნოდეს. სწორედ ამ ბიზნესის პარტიიდან გეუბნებით, რომ გადასახადების ნაწილში დაწესებული შეღავათები არ იყო საკმარისი და ასევე დენის ტარიფის ზრდა არის მცდარი გადაწყვეტილება“- აცხადებს კომპანია “მეგადორსის” დამფუძნებელი რაულ გაბაიძე.


საგადასახადო შეღავათები, რომელიც 2021 წლიდან ამოქმედდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები