მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მხოლოდ ურთიერთობებში მაქვს ინვესტირება გაკეთებული და ვფიქრობ, ამან შექმნა „სათიბე“ - გაფრინდაშვილი

618640c04db5e
თელარა გელანტია
06.11.21 13:40
991
“სათიბე” ისეთი ადგილია, სადაც შეგიძლია თავში მოსული ყველა იდეა განახორციელო”, - ასე ფიქრობს ირაკლი გაფრინდაშვილი, რომელმაც თბილისთან ახლოს, სოფელ ორბეთის განაპირა ტერიტორიაზე „სოფლის შენება“ დაიწყო და უკვე ირგვლივ 200-მდე ადამიანი შემოიკრიბა.

„მე მხოლოდ ურთიერთობებში მქონდა ინვესტირება გაკეთებული და მგონია, რომ ამ ურთიერთობებმა შექმნა „სათიბე“. ვფიქრობ, ყველაზე კარგი საინვესტიციო დარგი ურთიერთობებია“, - აცხადებს #BMGDRIVE-თან ინტერვიუში და გვიყვება, რომ შემდეგი 7-10 წლის გეგმებში, დაახლოებით, 20-30 ჰა ფართობის განაშენიანება შედის.



„დეველოპერულ უსასრულობაში წასვლას არ ვაპირებთ, მაგრამ, ჯერჯერობით, მოთხოვნა ოდნავადაც არ შემცირებულა, ადამიანები გვიერთდებიან და სადამდეც გავწვდებით, იქამდე მივყვებით <სოფლის შენებას>; ჩემი აზრით, 20-3 ჰექტარით შემოვიფარგლებით; ყველაფერს ხარისხიანად გავაკეთებთ. ესაა ალბათ 7-10 წლის გეგმა და დანარჩენი მერე გამოჩნდება“, - ამბობს ირაკლი გაფრინდაშვილი.

მისივე თქმით, „სათიბეს“ იდეა არის თანაცხოვრება და თანამშრომლობა. „საბოლოო ჯამში, იქნებ მივიდეთ იქამდე, რომ ვიცხოვროთ ქალაქზე მიბმის გარეშე და ჩვენი დოვლათი ვაწარმოოთ“, - ამბობს ის.

ამასთან, #BMGDRIVE-თან ინტერვიუში მან საქართველოს და მათ შორის „სათიბეს“ ტურისტულ პოტენციალზეც ისაუბრა.

„მე მგონია, რომ ყველაზე დიდი პოტენციალი საქართველოს აქვს ტურიზმში, მასპინძლობის სფეროში. ეს მხარე - „სათიბე“ ტურისტულად ყველაზე აუთვისებელია. აქედან ნახევარ საათში კი ძალიან ბევრი ტურისტული ადგილია, რომლის ათვისებას და ამ მიმართულებით გააქტიურებას ვგეგმავთ... გვინდა, „სათიბეში“ ავაშენოთ ქარის წისქვილი, რომელიც „სათიბეს“ ლენდ მარკი იქნება; ის მიიღებს სტუმრებს და შემდეგ გაანაწილებს ჯავახეთამდე - ასურეთი, დაშბაში, ალგეთის ეროვნული პარკი და ა.შ.“, - ამბობს ირაკლი გაფრინდაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები