მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მყარი ლარის მიუხედავად, უცხოელების ინვესტიციები ქართულ ობლიგაციებში შემცირებულია

645de966e8d28
შოთა ტყეშელაშვილი
12.05.23 11:53
2266
ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ვალუტა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად გამყარებულია. მსგავსი გამყარება აჩვენეს სომხურმა დრამმა და რუსულმა რუბლმაც.

ამ გამყარების მიუხედავად, უცხოელი ინვესტორების მიერ განხორციელებული ინვესტიციები ქართულ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში შემცირებულია. ამჟამად, საქართველოს სახაზინო ობლიგაციების და სახაზინო ვალდებულებების ფასიანი ქაღალდების ბაზარი 7 მილიარდ ლარს აღწევს. ამ თანხიდან მხოლოდ 5% არის უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში და აღნიშნული პორტფელი 355 მილიონ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ერთი წლის წინ მათ საკუთრებაში არსებული პორტფელის ზომა 462 მილიონი ლარი იყო (ბაზრის 8%), 2021 წელს კი ეს პორტფელი კიდევ უფრო დიდი იყო და 703 მილიონს შეადგენდა (ბაზრის 13%). შესაბამისად, არარეზიდენტების ინვესტიციები ქართულ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში განახევრებულია.

ამ კლების მიზეზი შესაძლოა წამყვან ფინანსურ ბაზრებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდაა. აშშ-სა და ევროპაში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ამონაგები მკვეთრად გაიზარდა. მართალია, ქართული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ამონაგები მათთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო მაღალია და 9.6%-ს შეადგენს, თუმცა მათი საინვესტიციო რეიტინგი რამდენჯერმე უფორ მაღალია. ამან კი განვითარებადი ბაზრებიდან, მათ შორის საქართველოდანაც ინვესტიციების გადადინებას იწვევს. ხოლო იმ პერიოდში, როდესაც უცხოელთა ინვესტიციები ქართულ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში მაქსიმალური იყო, მაშინ აშშ-სა და ევროკავშირში სახელმწიფო ობლიგაციების ამონაგები 0%-თან ახლოს იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები