მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Myway Airlines იყიდება, თუმცა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის ოფიციალურად ჯერ არ მიუმართავს

5f7f284e88155
ვიქტორია მღებრიშვილი
08.10.20 19:20
1072
ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ის მფლობელი ავიაკომპანიის 100%-იან წილს ყიდის, თუმცა ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ჯერ არ განუცხადებია.

Myway Airlines-ის მფლობელ Georgian Huashun International Industrial Investment Group LTD-სა და შპს "ფლას ავიეისენ ინვესთმენთ კო., ლტდ“-ს შორის ავიაკომპანიის 100%-იანი წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება 21 სექტემბერს გაფორმდა, ხოლო წილების გადაფორმების შესახებ განაცხადი საჯარო რეესტრში 23 სექტემბერს შევიდა, თუმცა რეესტრის უარყოფითი პასუხის გამო პროცესი ვერ დასრულდა.

როგორც BM.GE-ის ავიაციის სააგენტოში განუმარტეს, ავიაკომპანიის გაყიდვის შესახებ სახელმწიფო უწყებას კომპანიის მფლობელმა 14 დღის განმავლობაში უნდა განუცხადოს.

„ავიაგადამზიდველი ვალდებულია შეატყობინოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მესაკუთრის და/ან მესაკუთრის წილის (აქციათა) ცვლილების შესახებ, ცვლილებიდან 14 დღის განმავლობაში, თუ ცვლილება შეადგენს ავიაგადამზიდველის, მისი მშობელი საწარმოს ან ჰოლდინგის აქციათა საერთო რაოდენობის 10%-ს ან მეტს.

დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია Myway Airlines-ს სააგენტოში წილების გასხვისების თაობაზე ინფორმაცია არ წარმოუდგენია”, - აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები