მეორე ტალღისთვის ბევრად უფრო მომზადებულები ვიქნებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღისთვის მზაობას შეეხებოდა.
„ბიზნესთან და კონკრეტულ კომპანიებთან თანამშრომლობის რაღაც მოდელები უკვე დავალაგეთ. მეორე ტალღისთვის ბევრად უფრო მომზადებულები ვიქნებით. რაც შეეხება სასურსათო უზრუნველყოფას, ქვეყნას აქ არანაირი პრობლემები არ ექნება, როგორც ამ კრიზისის დროს, რომელიც აბსოლუტურად მოულოდნელი იყო...დაახლოებით 1-2 საათი სუპერმარკეტის დახლებზე იყო პატარა დეფიციტი და ამაზე ხდებოდა რეაგირება და ეს დახლები ივსებოდა, უკეთესი მზაობა გვექნება ამ ნაწილში“, - განმარტა პრემიერმა.