უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზადაა, დატოვოს თანამდებობა უკრაინაში მშვიდობის ან ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესსკონფერენციაზე განაცხადა.
"თუ უკრაინის მშვიდობისთვის მართლაც აუცილებელია, რომ დავტოვო ჩემი პოსტი, მაშინ მზად ვარ. შეიძლება ამით ნატოს წევრობა გავცვალო, თუ ასეთ პირობებს დამიყენებენ. ჩემი ფოკუსი ახლა უკრაინის უსაფრთხოებაზეა, არა 20 წლის პერსპექტივაში, და არ მაქვს განზრახვა, ათწლეულების განმავლობაში ძალაუფლებაში დავრჩე," – განაცხადა ზელენსკიმ.




























