მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზად ვართ, გადავხედოთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას - რა შემთხვევაში გადახედავს პრემიერი "რუსულ კანონს"?

პრემიერი

თუკი ვინმე დაგვარწმუნებს, რომ გამჭვირვალობის თუ სხვა რომელიმე კანონი არ შეესაბამება იურიდიულ პრინციპებს თუ ევროპულ სულისკვეთებას, მზად ვართ, გადავხედოთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

„თუკი ვინმე დაგვარწმუნებს, რომ გამჭვირვალობის თუ სხვა რომელიმე კანონი არ შეესაბამება იურიდიულ პრინციპებს თუ ევროპულ სულისკვეთებას, ჩვენ მზად ვართ, გადავხედოთ ნებისმიერ შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა ამისთვის აუცილებელია გულწრფელი დისკუსია“, - აღნიშნავს კობახიძე სატელევიზიო არხ sky-სთან ინტერვიუში.

ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ ვინც სარგებლობს უცხოური დაფინანსებით, ცდილობს რევოლუციის წახალისებას საქართველოში, ამ შემთხვევაში მისი დაფინანსება უნდა იყოს სრულად გამჭვირვალე.

მთავრობის მეთაური, ევროპასთან ინტეგრაციისთვის კიდევ ერთ, პრობლემურ კანონსაც გამოეხმაურა.
მისი თქმით, ე.წ ოჯახური ღირებულებების დაცვის ლგბტქ+ თემის მიმართ დისკრიმინაციული კანონით არ იზღუდება ადამიანის უფლებები.


“ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს სპეციფიკურ საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევები: მაგალითად, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი გამჭვირვალობის შესახებ. როცა ვინმე, ვინც სარგებლობს უცხოური დაფინანსებით, ცდილობს რევოლუციის წახალისებას საქართველოში, ჩვენ ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში მისი დაფინანსება უნდა იყოს სრულად გამჭვირვალე. ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონით არ იზღუდება ადამიანის უფლებები. აქ საუბარია პროპაგანდის შეზღუდვაზე. ეს კანონი პასუხობს ადამიანის უფლებათა სტანდარტებს”, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები