მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში უფრო ხელშესახები პროგრესის მისაღწევად" - ჩინელი კოლეგის მილოცვა დარჩიაშვილს

საქართველო-ჩინეთი

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ვანგ ი ილია დარჩიაშვილს მისალოც წერილს უგზავნის და იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი ურთიერთობები მომავალშიც სტაბილურად განვითარდება.

„გასულ წელს, ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დამყარდა. მზად ვართ, ვიმუშაოთ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეული კონსენსუსის კიდევ უფრო განსამტკიცებლად და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში უფრო ხელშესახები პროგრესის მისაღწევად“, - ნათქვამია ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის წერილში.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ გასულ წელს ჩინეთთან კავშირების გაღრმავება გადაწყვიტა. ამასთან, ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა 28 მაისს ამოქმედდება, რაც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და ქვეყანაში ერთჯერადად 30 დღე გაატარონ. საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გასული წლის 11 სექტემბრიდან აამოქმედა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები