მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზარდია ადამიანების რაოდენობა, რომელთა ხელფასი 2 400 ლარი და მეტია - PMCG

ხელფასი

PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2024 წლის ოქტომბერში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, წლიურად 3.2%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.5%-ით გაიზარდა.

ამასთან, ოქტომბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 14.8%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.7 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

საპირისპიროდ, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 29.3%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

იმ ადამიანების რაოდენობა კი, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2.5%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები