"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) მზია ამაღლობელის და გურამ მურვანიძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ორგანიზაციამ შესაბამისი განცხადება X-ზე გაავრცელა.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ითხოვს მიუკერძოებელ გამოძიებას „ბათუმელების და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის და „ბათუმელების“ ოპერატორის გურამ მურვანიძის დაკავების ფაქტზე. ისინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ“,- აღნიშნულია განცხადებაში.
#Georgia: RSF calls for an impartial investigation into the detentions of Mzia Amaghlobeli, founder and director of @Batumelebi_ge and @netgazeti, and Batumebeli cameraman Guram Murvanidze. They must be immediately released. https://t.co/Ru2xA0TfjL pic.twitter.com/5a1w8hea3r
— RSF (@RSF_inter) January 14, 2025
შეგახსენებთ, „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად - საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზედაც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
12 იანვარს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დააკავეს "ბათუმელების" ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძე. იგი აქციის გაშუქებისას დააკავეს, ვიდეო მასალის გადაღებისას.




























