მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობა გადაჭარბებული და გაუმართლებელი ჩანს - პეტერ ფიშერი

გერმანიის ელჩი

ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მთავარ რედაქტორებს, ეთერ თურაძესა და ნესტან ცეცხლაძეს შეხვდნენ.

შეხვედრის შემდეგ გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა X-ზე დაწერა, რომ მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობა გადაჭარბებული და გაუმართლებელი ჩანს.

„ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე ძალიან ცუდია. წარდგენილი ბრალდება და მისი წინასწარი პატიმრობა გადაჭარბებული და გაუმართლებელი ჩანს. ყველამ ვნახეთ გარტყმის ვიდეო. სად არის ჰუმანურობა?“ — დაწერა გერმანიის ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები