ნეტგაზეთის ინფორმაციით, პროკურატურამ "ბათუმელების" დირექტორს მზია ამაღლობელს ბრალი წარუდგინა.
პროკურატურა ჟურნალისტს ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 4-7 წლამდე ვადით.
მზია ამაღლობელი ბათუმის საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს. მოგვიანებით იგი ხელწერილით გაათავისუფლეს, თუმცა მალევე ისევ დააკავეს. პროკურატურა დამოუკიდებელი მედიის დამფუძნებელსა და დირექტორს ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავება. ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს, 13 იანვარს, ბათუმში აქცია იგეგმება.




























