მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმში აქციაზე პოლიციამ „ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი დააკავა

ბათუმელები

ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მიმდინარე აქციაზე გამოცემა „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, მზია ამაღლობელი კედელზე პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს, რომელზეც წერია, „იფიცება საქართველო“. მზია ამაღლობელი დამფუძნებელი და დირექტორია შპს „გაზეთ ბათუმელების“, რომელიც აერთიანებს ორ მედიაგამოცემას: „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“.

დაკავებები საპროტესტო მსვლელობისას დაიწყო, სადაც დააკავეს თათია აბულაძე. პოლიციელებმა მისი დაკავების მიზეზად დაასახელეს ის, რომ, აქციის მონაწილემ ერთ-ერთ პოლიციელს ტანსაცმელზე სტიკერი მიაკრა წარწერით – „გაიფიცე“.

როგორც "ბათუმელები" წერს, დაკავებულებს შორის არიან: მზია ამაღლობელი, ციალა ქათამიძე, მათე ცენტერაძე, ვაჟა დარჩია, გოდერძი ფრანგიშვილი, მალხაზ ირემაძე, თემურ ქათამაძე, ნანა შავაძე, თეონა ბერიძე და თათია აბულაძე.

დღეს, 11 იანვარს, პროევროპული პროტესტის 45-ე დღეა, რომლის მთავარ მოთხოვნებად ახალი არჩევნები და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლება რჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები