ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ხელახლა დააკავეს „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი.
ის 11 იანვარს დააკავეს ბათუმის მთავარ სამმართველოსთან მიმდინარე აქციაზე, კედელზე სტიკერის გაკვრისთვის, რომელზეც ეწერა – „გაიფიცე".
როგორც "ბათუმელები" წერს, იგი დაახლოებით 2 საათში გაათავისუფლეს, თუმცა გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ისევ დააკავეს. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.




























