მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზის ელექტროსადგურში ჩადებული ინვესტიციის დაბრუნებას იურიდიული პირები უფრო მალე ახერხებენ - „ჰელიოს ენერჯი"

64158a381eb4d
სალომე ხიდურელი
18.03.23 19:20
1158
მზის ელექტროსადგურის ასაშენებლად საჭირო ხარჯებსზე გადაცემა BMGDRIVE-ში „ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებელმა თორნიკე დარჯანიამ ისაუბრა.

მისი განმარტებით, სხვა ფაქტორებთან ერთად, ფინანსური სარგებელი ერთ-ერთი მთავარი მოტივაციაა მზის ელექტროსადგურის დამონტაჟებისთვის, ინვესტიციის ამოღების პერიოდი კი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის განსხვავებულია.

„ფიზიკური პირის შემთხვევაში თუ მას, პირობითად, ელექტროენერგიის 150-ლარიანი გადასახადი მოსდის ყოველთვიურად, დაახლოებით 5კვტ სიმძლავრის ელექტროსადგური დასჭირდება, რისი ღირებულებაც დაახლოებით $4000-ია, დღევანდელი კურსით 11 000 ლარამდე გამოდის. ამ დაშვებით 5-დან 6-წლამდე პერიოდში მოქალაქე ამ ინვესტიციას უკან იღებს, ტარიფების გაძვირების შემთხვევაში კი ეს უფრო ადრე მოხდება. გვქონია შემთხვევებიც, როცა მომხმარებელი გათბობასა და ცხელ წყალს მზის ენერგიით ანაცვლებს, ანუ თითქმის არც ერთ კომუნალურ გადასახადს არ იხდის“, - აცხადებს დარჯანია.

რაც შეეხება იურიდიულ პირებს, „ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებლის თქმით, მათთვის ინვესტიციის ამოღების პერიოდი უფრო მცირეა.

„იურიდიული პირებისთვის ფინანსური მოდელი კიდევ უფრო უკეთესია. მას შედარებით ნაკლები უჯდება სისტემის დაყენება, რადგან, ძირითადად, უფრო დიდი სიმძლავრის სადგურს იშენებენ და კილოვატის ფასიც უფრო დაბალია. ამიტომ, იურიდიული პირისთვის ინვესტიციის ამოღების პერიოდი 4-დან 5-წლამდეა. ელექტროენერგიაზე კომერციული ტარიფი კიდევ უფრო მაღალია. ჩვენ გვყავს კომპანიები, რომელთა დანახარჯები მათი მთლიანი ხარჯის 50%-ია, ხანდახან უფრო მეტიც. 4-5 წელიწადში კი, მზის სადგურების დახმარებით, ელექტროენერგია ექნებათ სრულიად უფასოდ“, - აცხადებს თორნიკე დარჯანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები