მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობას მივიღებთ - „ჰელიოს ენერჯი“

6415a7833ea29
სალომე ხიდურელი
18.03.23 17:00
739
გასულ თვეს ეკონომიკის სამინისტრომ მზის ელექტროსადგურებისთვის 70 მგვტ სიმძლავრეზე აუქციონი გამოაცხადა. „ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ ამ აუქციონში მონაწილეობის მიღებას აპირებენ.

„მზის სადგურებისთვის 70მგვტ სიმძლავრეზე აუქციონია გამოცხადებული. ჩვენს ინვესტორებთან ერთად გვაქვს პროექტები, რომლებითაც აუქციონში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. ვთანამშრომლობთ რამდენიმე საინვესტიციო კომპანიასთან, როგორც ქართულ ასევე უცხოურთან. ჩვენი საქმეა, მათთვის საინვესტიციო მოცულობის დათვლა, შემდგომ უკვე სადგურის აშენება და მისი მოვლა-შენარჩუნება. ინვესტორი სწორედ ამის შემდეგ წყვეტს აუქციონში რა ტარიფით შევა“, - აცხადებს დარჯანია.

მისივე თქმით, მზის ელექტროსადგურებზე სახელმწიფოს მხრიდან ხელშემწყობი მექანიზმები არ არსებობს. 

„დაახლოებით 4-5 წელია, 2017 წლის შემდგომ ჩვენთვის მხარდაჭერის მექანიზმები არ არსებობდა. ყველა ინვესტორს სჭირდება, გათვალოს თავისი საინვესტიციო მოცულობა და ის, როდის დაიბრუნებს უკან ამ თანხას. ვინაიდან აქ არ არსებობდა არავითარი მხარდაჭერის მექანიზმი, როგორიც არის მაგალითად, გარანტირებული შესყიდვის ტარიფი, ასევე ენერგეტიკული ბირჯა, ბოლო 5 წლის განმავლობაში ახალი პროექტები არ დაწყებულა.  ამიტომ არ გვაქვს მსხვილი მზის ელექტროსადგური, თუმცა ახალი მექანიზმით ეს უკვე შესაძლებელი ხდება“, - აცხადებს „ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებელი.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული აუქციონი შემდეგ კატეგორიებს მოიცავს: ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) - 150 მგვტ; ქარის ელექტროსადგურები - 70 მგვტ; მზის ელექტროსადგურები - 70 მგვტ; სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები