მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მზის ენერგიის სარგებლიანობის კოეფიციენტი 17%-ია, მაშინ როცა ჰიდროსი 3-4-ჯერ მეტია - იორდანიშვილი

იორდანიშვილი

"ჰიდროს ვერ ჩაანაცვლებს ვერც ქარის ენერგია და რა თქმა უნდა, ვერც მზის ენერგია", - ამბობს „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანიშვილი BMG-სთან საუბრისას.

ცნობისთვის, იორდანიშვილის კომპანია ფლობს 10 მეგავატის სიმძლავრის მზის სადგურებს, რომლებიც საქართველოს ენერგოსისტემას წელს პირველად დაემატა. ენერგეტიკული ბალანსი აჩვენებს, რომ აგვისტო-ოქტომბერში მზის სადგურებმა ჯამში 2.43 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს. იორდანიშვილს ვკითხეთ, რამდენად დამაკმაყოფილებელია მზის სადგურების გენერაციის ეს მაჩვენებელი.

"ჩვენნაირ ქვეყანაში ფლაგმანი აუცილებლად უნდა იყოს ჰიდრო. ჰიდროს ვერ ჩაანაცვლებს ვერც ქარის ენერგია და რა თქმა უნდა, ვერც მზის ენერგია. ზოგადად, მზის ენერგია, მისი გამომუშავება და სარგებლიანობის კოეფიციენტი დაახლოებით 17%-ია, მაშინ როცა ქარის ორჯერ მეტია და ჰიდროსი სამჯერ და ოთხჯერ მეტი. შესაბამისად, ის მონაცემები, რაც თქვენ ნახეთ, არ იყო მოულოდნელი, ეს აბსოლუტურად ის მონაცემია, რაც საქართველოში მზეს შეუძლია. საქართველოში ვერც მზე და ვერც ქარი ვერ შეძლებს ჩაანაცვლოს ჰიდრო. თუმცა ჩვენ, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც ახსენეთ, ვართ დიდი კომპანია, პორტფელში ჩვენთან არის როგორც მზის, ასევე საკმაოდ დიდი ქარის ჰიდროელექტროსადგურებიც", - ამბობს იორდანიშვილი.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მესამე კვარტალში ტესტირების რეჟიმში ამუშავდა სამი მზის ელექტროსადგური, 10 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრით. ესენია: „ელ-ჰაბის“ კასპის მზის სადგური და „ალაზნის მზის“ სადგურები ხორსასა და გურჯაანში. ეს ობიექტები წარმოადგენს საქართველოს პირველ ინდუსტრიული მასშტაბის მზის ელექტროსადგურებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები